ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

0


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
როგორც “ინტერპრსნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მათივე განმარტებით, შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში “ზაგულბა” 3 საათს გაგრძელდა.
“საუბრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა.
ლიდერებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მეგობრულ სადილზე უმასპინძლა. გადაწყდა, რომ ილჰამ ალიევი ახლო მომავალში საქართველოს ვიზიტით ეწვევა”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბაქოში დასრულდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.