ლეონარდო დიკაპრიო ქორწინდება

0

ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ქორწინდება.

 

ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში სადილის დროს მან თავის შეყვარებულს, 24 წლის მოდელს, კელი რორბახს ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო, წერს გამოცემა “OK”.გაზეთის წყაროს თანახმად, რომელიც ახლოს იცნობს წყვილს, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. “ლეო და კელი ნიუ-იორკის ერთ-ერთ იტალიურ რესტორანში სადილობდნენ, მიირთმევდნენ წითელ ღვინოს. უეცრად დიკაპრიომ შეყვარებულ გოგონას განუცხადა, რომ მასთან სურს დარჩენილი ცხოვრების გატარება. კელიც დათანხმდა და ვნებიანად აკოცა ლეოს” – ჰყვება დიკაპრიოს ახლობელი. თუმცა, Hollywood Life -ის თანახმად, დიკაპრიოს სავარაუდო ქორწინების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ლეონარდო დიკაპრიოს და კელი რორბახის რომანი წელს ივლისში დაიწყო. როგორც ამბობენ, ჰოლივუდის ვარსკვლავის შეყვარებული არა მხოლოდ ლამაზია, არამედ “ინტელექტითაც შეესაბამება ლეოს”.

Leave A Reply

Your email address will not be published.