პარლამენტის სპორტის კომიტეტი ბორჯღალოსნებს წარმატებულ გამოსვლას ულოცავს

0


საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს წარმატებულ გამოსვლას ულოცავს.
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წარმატებულ გამოსვლას ულოცავს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ინგლისში მიმდინარე მსოფლიო თასზე 2 გამარჯვება მოიპოვა და მას შემდეგ, რაც გუშინ, ახალი ზელანდიის ნაკრებმა ტონგას ნაკრები დაამარცხა, C ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამ შედეგით მომდევნო მსოფლიო თასზე, რომელიც 2019 წელს იაპონიაში გაიმართება, ავტომატურად მოიპოვა თამაშის უფლება.

Leave A Reply

Your email address will not be published.