ტყუილებს უტიფრად ნუ როშავს, “სულხან მოლაშვილი ნაწამები არ ყოფილაო”, რომ აცხადებს…

0

ჩემს ყოფილ მეგობარს, “პოლიტიკოს” ნიკა რურუას, ვინმემ, ჩემი სახელით გადაუმისამართეთ რა …
ტყუილებს უტიფრად ნუ როშავს, “სულხან მოლაშვილი ნაწამები არ ყოფილაო”, რომ აცხადებს…
(მე, დიდი ხანია გამარჯობასაც აღარ ვეუბნები და არა მხოლოდ მე, სხვათა შორის)

————————————————————————————————-
“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა. სასამართლოს განჩინებით, საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილისთვის 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი გამოძიება დაეკისრა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეთოთხმეტე მუხლები. ეს მუხლები, შესაბამისად, შეეხება ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, დისკრიმინაციისა და წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის დაუშვებლობა.”

წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.