ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას 7 კანდიდატი მიიღებს

0

ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს დაინიშნა, სადაც მონაწილეობას 7 კანდიდატი მიიღებს.

ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატები არიან:

პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინი, 39 წლის, არის იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;
მუსა ბილიტი, 48 წლის, არის ლიბერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;
ჟერომ შემპეინი, 57 წლის, ფიფას ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი;
ჯანი ინფანტინო, 45 წლის, არის უეფას გენერალური მდივანი;
მიშელ პლატინი, 60 წლის, არის უეფას პრეზიდენტი და ფიფას ვიცეპრეზიდენტი;
შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფა, 49 წლის, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი;
ტოკიო სექსვეილი, 62 წლის, სამხრეთ აფრიკის მთავრობის ყოფილი წევრი.
მიუხედავად იმისა, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტმა სეპ ბლატერი და მიშელ პლატინის 90 დღით ჩამოშორებულები არიან თავიანთ პოსტებს, ფიფას საარჩევნო კომიტეტის გადაწყვეტილებით, პლატინის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ სასჯელი ამოწურული იქნება. ფრანგი სპეციალისტის სასჯელს დეკემბერში გასდის ვადა, ხოლო არჩევნები 26 თებერვალს არის დანიშნული.

ფიფას წესების თანახმად, ყველა კანდიდატმა უნდა წარადგინოს ფეხბურთის 5 ასოციაციის წერილობითი მხარდაჭერა.

Leave A Reply

Your email address will not be published.