ქართველი პიანისტი, ანა ყიფიანი პირველი პრემიის მფლობელია

0

ქართველმა პიანისტმა ანა ყიფიანმა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა.

ინფორმაცია პიანისტმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

პიანისტთა კონკურსი ესპანეთში გაიმართა. მარია ჰერეროს საერთაშორისო კონკურსზე ქართველი პიანისტი პირველი პრემიის მფლობელი გახდა. ფინალისტებს შორის შვიდი პიანისტი მოხვდა, მათ შორის საქართველოდან, ავსტრალიიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან. მეორე პრემიის მფლობელი პოლონეთის წარმომადგენელი გახდა, მესამე ადგილი კი იაპონელმა და ავსტრალიელმა პიანისტებმა გაიყვეს.

ანა ყიფიანი ელისო ვირსალაძის მოსწავლეა. ის ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტია.

Leave A Reply

Your email address will not be published.