“ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი დაფუძნდეს”

0

ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი დაფუძნდეს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ტექნოლოგიური ინსტიტუტისა
და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებაზე მსჯელობენ. “ორ წელიწადზე მეტია, რაც მე და გია დვალი ამ პროექტით ვართ დაინტერესებული. მინდა, მადლობა გადავუხადო გიას. ინიციატივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. მე ცოტა განსხვავებული აზრი და იდეა მქონდა, თუმცა ძირითადად, გია დვალის დახვეწილია ის ფორმა, რასაც დღეს ჩვენ განვიხილავთ. თემურ ლომთაძემ მიიღო დიდი მონაწილეობა, ის აქტიურად არის ჩართული პროექტში, ჩვენი გუნდიც და კიდევ სხვები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ და გვეხმარებიან. მადლობა ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს. ისინი არიან დიდი სპეციალისტები. იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში მსგავსი ცენტრი დაფუძნდეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.