ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში – “კავკასიური ყველის” ფესტივალი რიყის პარკში (ფოტორეპორტაჟი)

0


ყველის მწარმოებლთა გილდიის ორგანიზებით, ყოველწლიური ყველის ფესტივალი რიყის პარკში გაიმართა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის და მსგავის ღონისძიებებიც, სწორედ, ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება.

წელს, აქცენტი კავკასიური ყველის საუკეთესო სახეობებზე გაკეთდება. ფესტივალზე ,,კავკასიური ყველი“ საქართველოს ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი 60-მდე სახეობის ყველი: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, შუშველა, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველის ნაირსახეობები და სხვა.

Leave A Reply

Your email address will not be published.