გიორგიწმინდის ინციდენტი – ხელისუფლების თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფიასკო ?

0

,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის,, ლიდერი, ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით სტატუსს აქვეყნებს – მომაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2015 წლის 1 ნოემბრის ღამეს, თამარ ხიდაშელის შტაბის ნასვამ წევრებსა და პატრულს შორის მოხდა ინციდენტი. “ქართული ოცნების” შტაბის არაფხიზელმა წევრებმა პატრულის თანამშრომლებს სასტიკი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ხულიგნობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მეუბნებიან, რომ ამ საქმეში ფიგურირებს საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდას გამგებლის გიორგი ჭიაბერაშვილის სახელი. ამ საქმის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს და განცხადებას არ ავრცელებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებამ შეიტყოს, რომ “ქართული ოცნების” წევრებმა პატრული ცემეს. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს,- დაადასტუროს, ან უარჰყოს ეს ინფორმაცია. ეს ის ჭიაბერაშვილია, რომელიც გიორგიწმინდაში თავს დაესხა ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ამ საქმეზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ველოდები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოხმაურებას – წერს ინაშვილი. ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის,, ლიდერის მიერ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრეს-სამსახურმა, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ გიორგიწმინდაში 1 ნოემბრის ღამეს სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლას ადგილი მართლაც რომ ჰქონდა, ამ თემამ ასახვა ონლაინ მედიაშიც ჰპოვა, თუმცა გამომდინარე ამბის პოლიტიკური ვითარებიდან სახელისუფლებო შტოებში აღნიშნულ იცნიდენტს საგულდაგულოდ მალავენ. ჩვენ ვცდილობთ ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციების მოპოვებას.
ფაქტია, გიორგიწმინდაში, პოლიტიკური მოტივით გამართული ხელჩართული დაპირისპირება კვლავაც ყურადღების ცენტრშია, გავლენიანი ქართული გამოცემები ამ თემაზე სტატიებს ამზადებენ, იქამდე კი იმედს ვიტოვებთ, 1 ნოემბრის ინციდენტში მონაწილე ყველა დამნაშავე პირი კანონის წინაშე სათანადოდ აგებს პასუხს

Leave A Reply

Your email address will not be published.