ზაზა ხატიაშვილი შიმშილობას იწყებს

0

“მოგესალმებით გმირო კოლეგებო , ადამიანის უფლებების ბრძოლისთვის მრავალგზის დაზარალებულო ადვოკატებო , ვამაყობ თქვენი თავდადებით, უფალი ჰფარავდეს ქართველ ადვოკატთა კორპუსს.
გუშინ , ღამის 2 საათზე მოგმართეთ რომ შევკრებილიყავით ასოციაციაში, დღეს იმდენი ადვოკატი მობრძანდა ოთახში ვერ დავეტიეთ , ძალა ერთობაშია მეგობრებო ! ჩვენი ერთად დგომა არის ჩვენი გამარჯვება . ხვალ დღის ბოლომდე ხელისუფლება, თუ არ დააკავებს გიიორგი მდინარაძის მწამებლებს შეკრებილმა ადვოკატებმა მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ გავიფიცებით და არ დავთმობთ ჩვენს ღირსებას. პირადად მე ვიწყებ შიმშილობას , შემომიერთდება თითქმის ყველა ადვოკატი, პროკურატურის წინ ყოველდღე იშიმშილებს ერთი ადვოკატი, დავიწყებთ ფართომაშტაბიან გაფიცვას , გამოვიყენებთ ყველანაირ კანონიერ საპროტესტო ფორმებს , არ გავალთ სასამართლო პრეცესებზე , ეს უკვე მეტისმეტია, ამის პატიება არ შეიძლება !
ადვოკატებმა ბევრი უბედურება გადავიტანეთ, მაგრამ ვერავინ დაგვაჩოქა , ჩვენი კოლეგა გიორგი მდინარაძე , ადვოკატის მხრიდან პროფესიული ვალდებულების პატიოსნად შესრულების გამო დაისაჯა , ნაძირლებმა ვინც ხელი აღმართა გიორგი მდინარაძეზე ,ყველა ადვოკატს დაგვარტყეს . ადვოკატებო ! არ დაუშვათ ჩვენზე ძალადობა და დავდგეთ ერთად, გვახსოვდეს, ძალა ერთობაშია .
დიდი პატივისცემით ზაზა ხატიაშვილი.”

Leave A Reply

Your email address will not be published.