,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლები ალეპოდან ქალის ფორმაში გადაცმული გარბიან…

0

სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, ათეულობით მებრძოლი დააკავეს, რომლებიც ალყაში მოქცეული ქალაქ ალეპოდან ქალის ფორმაში გადაცმულები გარბოდნენ…

როგორც ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი იტყობინება, ბაშარ ასადის ერთგული სამთავრობო ჯარებისა და ირანელი მოკავშირეების სახმელეთო ოპერაციის, ჰაერიდა კი რუსული ავიაციის მხარდაჭერის შედეგად, სირიის სამთავრობო ძალებმა ამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, ალეპოს უდიდესი ნაწილი ისლამისტებისაგან გაანთავისუფლეს. ამ დროისათვის ბრძოლები მიმდინარეობს აეროდრომ კვეირისის გასანთავისუფლებლად, რომლის დაცვაც სირიის სამთავრობო ძალებმა უკვე გაარღვიეს.

ირანული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლები იმდენად უიმედო მდგომარეობაში არიან, რომ ბევრი მათგანი გაქცევით ცდილობს გადარჩენას და ამ მიზნისთვის ქალის ფორმაში გამოწყობას და მაკიაჟის გაკეთებასაც არ ერიდებიან… სააგენტო, ალეპოს შემოგარენში ქალის ფორმაში გადაცმული ათეულობით ისლამისტი მებრძოლის დაკავებაზე ავრცელებს ინფორმაციას.

Leave A Reply

Your email address will not be published.