“ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ორი უცხოელი მძევალი სიკვდილით დასაჯეს

0

“ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ორი უცხოელი მძევალი სიკვდილით დასაჯეს. ერთი ნორვეგიის, მეორე კი ჩინეთის მოქალაქე იყო.

ისინი ტერორისტებმა სირიაში იანვარში დაატყვევეს და ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ სოლიდური გამოსასყიდის სანაცვლოდ ორივე მძევლის გასათავისუფლებლად მზად იყვნენ.

დღეს კი ისლამისტების ინგლისურენოვან გამოცემაში მძევლების ფოტოები გამოაქვეყნეს წარწერით – ორივე დასჯილია. მიზეზად ტერორისტებმა ის დაასახელეს, რომ ტყვეები საკუთარი ქვეყნების მთავრობებმა მიატოვეს და გამოსასყიდი არ გადაიხადეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.