კახა კახიშვილი: ვიღაცეებს ჩემი პოლიტიკური დისკრედიტაცია ამოძრავებს, რასაც სამართლებრივი გზებით დავუპირისპირდებით!

0

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი „ასავალ- დასავალთან” ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფრმაციას აფასებს, რომლის თანახმადაც კახიშვილმა მისი კაბინეტის მოსაწყობად ნახევარი მილიონის ღირებულების ავეჯი შეიძინა.

კახიშვილის განცხადებით, სამინისტროს სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი უკვე მომზადებული აქვს და იგი ბოდიშის მოხდას მოითხვს.

„არც მე და არც ჩეს წინამორბედს კაბინეტის კეთილმოსაწყობად ე.წ. ფეშენ ავეჯი არ გვიყიდია! ეს არის ტყუილი და ერთი კაბინეტისთვის ნახევარი მილიონის ავეჯის შეძენას წინა ხელისუფლებაც ვერ მოახერხებდა, რომელსაც ფუფუნებისადმი ფანატიკური სიყვარული და მიდრეკილება ჰქონდა. თქვენ თვითონ ხედავთ, რა ავეჯი დგას ჩემს კაბინეტში… მოგეხსენებათ, ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი კორპუსი, ფაქტობრივად ახლიდან გაკეთდა, რომლისთვისაც ტენდერით შევიძინეთ ავეჯი. სამი სართულის ავეჯით აღჭურვისთვისაც კი, სადაც ხუთი დეპარტამენტია განთავსებული, საერთო ჯამში არ დახარჯულა ნახევარი მილიონი! უფრო მეტიც, ამ ტენდერის პირობების მიხედვით, თანხის დიდი ნაწილი საპატიმრო დაწესებულებების ეზოებისთვის სკამებისა და მაგიდების შესაძენად დაიხარჯა.

სარჩელი გამზადებული გვაქვს და იგი აუცილებლად შევა სასამართლოში. მოვითხოვთ, ამ სააგენტომ ბოდიში მოიხადოს! აშკარაა, ვიღაცებს ჩემი პოლიტიკური დისკრედიტაცია ამოძრავებს, რასაც სამართლებრივი გზებით დავუპირისპირდებით!”- განაცხადა კახიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.