კახა კოჟორიძე – მდინარაძის საქმეს პრეზიდენტი მიადევნებს თვალს

0

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ პოლიციის სამმართველოში ნაცემი ადვოკატი გიორგი მდინარაძე მოინახულა.

კახა კოჟორიძემ მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინფორმირებულია ამ ფაქტთან დაკავშირებით და ამ საქმეს ბოლომდე მიადევნებს თვალს.

“გიორგიმ მომიყვა დეტალები თუ როგორ მოხდა მისი ცემა. ცხადია, უკიდურესად აღმაშფოთებელია ამბავი, დაბმული ადამიანის, ადვოკატის ცემა პროფესიული მოვალეობის განხორციელების მოტივით დაუშვებელია და აღმაშფოთებელია.

კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იქნება ის, თუ ამას არ მოყვა უსწრაფესი გამოძიება და დამნაშავე პირების კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მიცემა. პრეზიდენტი ინფორმირებულია და ამ საქმეს ბოლომდე მიადევნებს თვალს. ამასთან,კარგია რომ დაიწყო გამოძიება”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კოჟორიძის განცხადებით, ის ფაქტები, რაზეც ადვოკატი გიორგი მდინარაძე საუბრობს არაადამიანური მოპყრობის ნიშნებსაც შეიცავს.

შეგახსენებთ, ადვოკატის ცემის ფაქტზე პოლიციელების მიმართ გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო.

Leave A Reply

Your email address will not be published.