მრავალგზის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი შიმშილობს

0

მრავალგზის ოლიმპიური ოქროს მედალოსანი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი მთავრობის სახლთან შიმშილობს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ემზარ კვიციანი და ლევან თედიაშვილი შიმშილობენ.
ისინი საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების გაუქმებას და თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას ითხოვენ.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შიმშილობას არ შეწყვეტენ.

“სირცხვილი იმ ქვეყანას, სადაც ლევან თედიაშვილი შიმშილობს”

“ლევან თედიაშვილი – კაცი ლეგენდა! მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა თვალის ჩინივით გაუფრთხილდებოდა მისნაირი რომ ყოლოდა. დღეს ლევან თედიაშვილი თავის სამშობლოში შიმშილობს… პროტესტის ნიშნად! სიმართლის დასაცავად! სამართლის აღსადგენად! ეროვნული სინდისის გადასარჩენად! ლევან თედიაშვილი საგარეჯოელი კაცია, მართალი კაცია, ნაღდი კაცია და ღალატი არ შეუძლია! დღეს ლევან თედიაშვილი შიმშილობს, ქართველებო!

Leave A Reply

Your email address will not be published.