მსოფლიოს 10 ყველაზე საშინელი ციხე

0

გთავაზობთ ტოპ-10 ყველაზე საშინელ ციხეს მსოფლიოში.

1) დიარბაკირის ციხე

მსოფლიოს 10 ყველაზე საშინელი ციხე.
თურქული ციხე, დაარსებული 1980 წელს. თავისი არსებობის 35 წლის მანძილზე მასში იმყოფებოდნენ თურქეთის ყველაზე დაუნდობელი პატიმრები. ციხეში მრავლად ხდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამება. ციხის ორივე სექცია ბოლომდე გავსებულია.

2) ლა საბანეტას ციხე

მსოფლიოს 10 ყველაზე საშინელი ციხე.
ციხე განლაგებულია ვენესუელაში და ცნობილია ზედმეტად სასტიკი პირობებით. ზოგი პატიმარი იძინებს ჰამაკში, რომლებიც დაკიდულია წვრილ, ბნელ კორიდორებში. აქ ხშირია ბუნტები, რადგან ყოველ 150 პატიმარზე მოლოდ ერთი მცველი მოდის.

3) ფლორენსის ციხე

მსოფლიოს 10 ყველაზე საშინელი ციხე.
ეს ციხე განკუთვნილი ამერიკის ყველაზე საშიშ დამნაშავეთათვის და გააჩნია უსაფრთხოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში. პატიმრები იმყოფებიან სრულ იზოლაციაში და ბევრი მათგანი თვითმკვლელობასაც ცდილობს.

4) ტამდორის ციხე

მსოფლიოს 10 ყველაზე საშინელი ციხე.
სირიული ციხე, რომელიც განკუთვნილია სამხედრო დამნაშავეთათვის და ცნობილია იმით, რომ 1980 წელს მასში მოკლეს ყველა პატიმარი (2400 კაცი) პრეზიდენს ჰაზეფ ალ-ასადის ბრძანებით. 2001 წლიდან ციხე არ ფუნქციონირებდა, 2011 წელს ის ხელმეორედ გახსნეს.

5) კარანდირუს ციხე

მსოფლიოს 10 ყველაზე საშინელი ციხე.
ციხე გაისნა 1920 წელს სან-პაულუში, თუმცა პირველი პატიმარი იქ მოხვდა 1956 წელს. 1992 წელს ციხის ბუნტის დროს დაიღუპა 111 პატიმარი, ამის გარდა აქ დაიწყო შიდსის ეპიდემია და აივ ინფიცირებულობა დაუდგინდა რვა ათასამდე პატიმარს, რიგ გამოც ციხე დახურეს 2002 წელს.

6) ბანაკი №22

მსოფლიოს 10 ყველაზე საშინელი ციხე.
ჩრდილოეთ კორეაში განლაგებული აბსოლუტურად იზოლირებული ციხე, სადაც ყველა პატიმარს, დაახლოებით ხუთ ათას კაცს, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

7) ბანგკვანის ციხე

მსოფლიოს 10 ყველაზე საშინელი ციხე.
ეს ტაილანდური ციხე მიიჩნევა ყველაზე სასტიკად ქვეყანაში. მანდ არიან ყველაზე სასტიკი მცველები და გვხვდება გადაჭედილი კამერები. ციხეში სასჯელს იხდიან მხოლოდ კაცები, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები და სიკვდილმისჯილები.

8) ელ როდეოს ციხე.

მსოფლიოს 10 ყველაზე საშინელი ციხე.
კიდევ ერთი ციხე ვენესუელადან. ეს მკაცრი რეჟიმის ციხეა და აქ იმყოფება 50 ათასამდე პატიმარი. 2011 წელს დაიწყო ომი ორ მთავარ დაჯგუფებას შორის, რომლის ჩახშობისთვის ჩართეს ქვეყნის სამხედრო ძალები.

9) გიტარამას ციხე

მსოფლიოს 10 ყველაზე საშინელი ციხე.
ციხე, ცნობილი როგორც ყველაზე სასტიკი, განლაგებულია რუანდაში და აქვს საშინელი პირობები. გადასარჩენად აქ პატიმრები ხშირად ერთმანეთს ჭამენ. ციხე იყო გათვლილი 400 კაცზე, თუმცა წინა საუკუნის ბოლო პერიოდიდან აქ მუდმივად იმყოფება არანაკლებ 7 ათასი კაცისა.

10) რიკერსის ციხე.

მსოფლიოს 10 ყველაზე საშინელი ციხე.
ალბათ, მსოფლიოში ყველაზე იზოლირებული ციხეა, რადგან განლაგებულია ცალკეულ კუნძულზე ნიუ-იორკსა და ბრონქსის რაიონებს შორის. ამ ციხის მცველები გამოირჩევიან განსკუთრებული სისასტიკით.

მიუხედავად იმისა, რომ ციხეებში მოთავსებულნი არიან დამნაშავენი, ხანდახან ზედმეტად სასტიკი დანაშაულის ჩამდენები, მათთან ასე მოპყრობა, ჩემი აზრით არ შეიძლება, რადგან ისინიც ადამიანები არიან. ალბათ, უმჯობესია სასიკვდილო განაჩენი, ვიდრე ერთ-ერთ ასეც ციხეში მოხვედრა, განსაკუთრებით მეცხრეში, სადაც პატიმრები ერთმანეთს ჭამენ პირდაპირი გაგებით!

Leave A Reply

Your email address will not be published.