პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი მოკლულია

6

პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებული აბდელ-ჰამიდ აბაუდი მოკლულია. ინფორმაციას ამის შესახებ independent.co.uk ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ის პარიზში, სან-დენიში ჩატარებული რეიდის დროს მოკლეს. აბდელჰამიდ აბაუდი 27 წლის იყო. აბაუდის მოკვლის შესახებ იუწყებიან სხვა მედიასაშუალებებიც, მათ შორისაა Washington Post-იც, რომელიც ახალ ამბავს სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის დროს ისმოდა სროლები და აფეთქების ხმა. ერთ-ერთმა ქალბატონმა თავი აიფეთქა.

Leave A Reply

Your email address will not be published.