„პატრიოტთა ალიანსმა“ სახალხო დამცველს საპროტესტო აქციის მონიტორინგის თხოვნით მიმართა

0

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” სახალხო დამცველს საპროტესტო აქციის მონიტორინგის თხოვნით მიმართა.

უჩა ნანუაშვილის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში ალიანსის ხელმძღვანელობა ომბუდსმენს 8 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან დაწყებული შიმშილობის აქციის მეთვალყურეობას და ამ მიზნით შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების გამოყოფას სთხოვს.

„გთხოვთ, აღნიშნულ აქციას გაუწიოთ 24-საათიანი მონიტორიგნი, რათა დაცული იყოს მოშიმშილეთა უსაფრთხოება”, – ნათქვამია წერილში.

განცხადება სახალხო დამცველის ოფისს დღეს, 13:00 საათზე ჩაბარდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.