რომი შესაძლოა, ტერორისტების სამიზნე გახდეს

0

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და რომს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.

არსებული ინფორმაციით, ტერორისტთა სამიზნე შესაძლოა, იტალიის მასობრივი თავშეყრის ადგილები, მათ შორის, წმინდა პეტრეს ტაძარი, ლასკალა და მილანის ტაძარი გახდეს.

ტერორისტებმა მასშტაბური მსხვერპლის მისაღწევად შესაძლოა, იმავე მეთოდებს მიმართონ, რაც პარიზში გამოიყენეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.