“ოლიმპოს” მოსწავლეებისთვის ალტერნატიული ფართი გამოიყოფა

0

დავით ნარმანიას განცხადებით, სკოლა “ოლიმპოს” მოსწავლეებისთვის ალტერნატიული ფართი იანვრის ბოლოდე გამოიყოფა, ხოლო თუ სად იქნება ეს ტერიტორია, ამაზე შესაბამისი ჯგუფი მუშაობს.

ამასთან, დედაქალაქის მერის მტკიცებით, ოლიმპოს მოედნის გასხვისება მათი წინამორბედების დროს მოხდა, რასაც შესაბამისი დოკუმენტები მოწმობს.

“აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორი მავნებლური პოლიტიკა ჰქონდათ ჩვენს წინამორბედებს, როცა ასხვისებდნენ სათამაშო მოედნებს, პარკებს, სკვერებს და ა.შ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში იანვრის ბოლომდე მოვძებნოთ ალტერნატიული ტერიტორია, რათა ჩვენი პატარები დ მოზარდები სპორტული ინფრასტრუქტურის გარეშე არ დარჩნენ”,-აღნიშნა ნარმანიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.