როგორ დასცინა ამერიკულმა სატელევიზიო შოუმ საქართველოს

0

https://youtu.be/ol9wP1zy09M

The Starters-ის წამყვანები ქართველი კალათბურთელის All Star-ის თამაშების სიაში მერვე ადგილზე ყოფნამ გააკვირვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით ზაზა დემარკუს ქაზინსაც უსწრებს. სწორედ ამ უკანასკნელზე გააკეთეს აქცენტი წამყვანებმა და აღნიშნეს, “ზაზა გვიყვარხარ, მაგრამ შენი ხილვა All Star-ში არ გვსურს, ჩვენ დემარკუს ქაზინსი გვინდა ვნახოთ”.

ამასთან დაკავშირებით წამყვანებმა გუშინ გასულ გადაცემაში ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადეს.

“ჩვენმა კომენტარმა თითოეული ქართველი გააბრაზა. თუ შეხედავთ ჩვენს Facebook ვებგვერდს, ნახავთ, რომ გაბრაზებული ქართველი გულშემატკივრის უამრავი მესიჯია.

ზაზა ფაჩულიას საქართველოს პრეზიდენტიც კი უჭერს მხარს საკუთარი ტვიტერის მეშვეობით.

ჩვენ ბოდიშს ვიხდით, ნამდვილად ვწუხვართ”, – განაცხადა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლში ასევე მოხვდა ქართული შოუ “ნიჭიერი” და საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ჯარისკაცებთან ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეორგოლს ფონად საქართველოს ჰიმნი ედო.

Leave A Reply

Your email address will not be published.