FIFA-მ ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა დაასახელა

0

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში FIFA-ს გალა დაჯილდოება გაიმართა.

2015 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეხუთედ მოიპოვა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა გამოკითხვის შედეგად კრიშტიანო რონალდოს და თანაგუნდელ ნეიმარს აჯობა.

FIFA-მ 2015 წლის საუკეთესო თერთმეტეულიც დაასახელა: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ტიაგო სილვა(პსჟ), სერხიო რამოსი, მარსელო, დანი ალვეში (ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (მადრიდის რეალი), ანდრეს ინიესტა(ბარსელონა), პოლ პოგბა(იუვენტუსი), ნეიმარი, ლიონელ მესი (ბარსელონა) და კრიშტიანო რონალდო (მადრიდის რეალი).

* 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელი – ლუის ენრიკე (ბარსელონა)

* 2015 წლის საუკეთესო გოლი (პუშკაშის პრიზი) – ვენდელ ლირა

გამოკითხვაში მონაწილეობას ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და მედიის წარმომადგენლები იღებდნენ.

წყარო: FIFA.com

Leave A Reply

Your email address will not be published.