ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი ლარი 2.4773 ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.4444 ლარს შეადგენდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0329 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან თითქმის ოთხი პუნქტით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6590 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6968 ლარს შეადგენდა.
2.4444 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.53 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გაუფასურდა, დოლარის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.