იყიდება ეიფელის კოშკი, ქირავდება თეთრი სახლი!

0

აფერები, როგორც მათ ვუწოდებთ – “აფერისტები”, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ ადამიანების ფსიქოლოგიას, ახდენენ მათზე დიდ გავლენას, შესწევთ უნარი მოიპოვონ მათი კეთილგანწყობა და შემდეგ ბოროტად სარგებლობენ მათი ნდობით.

კაცობრიობას ბევრი “აფერისტი” ახსოვს, თუმცა ისინი, ვის შესახებაც ამ სტატიაში ვწერთ, ყოველგვარ რეკორდს ხსნიან…

იყიდება ეიფელის კოშკი

1925 წელს პარიზში მცხოვრებმა ამერიკელმა ვიქტორ ლიუსტიგმა ექვს კომპანიას წერილი მისწერა, რომლის თანახმად, საფრანგეთის მთავრობა ეიფელის კოშკს ჯართად ყიდდა. ეიფელის კოშკი ექვსივე კომპანიამ “იყიდა.” ამერიკელმა კოშკის დანგრევის უფლებაც გაყიდა. სანამ თაღლითობაში ამხელდნენ, ლიუსტიგმა აფერა გაიმეორა.
ქირავდება თეთრი სახლი

შოტლანდიელმა არტურ ფერგიუსონმა ბანკერ ტექსანს თეთრი სახლი 2 მილიონ დოლარად “მიაქირავა.” მან საწყალი ბიზნესმენი დაარწმუნა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ფინანსური პრობლემები აქვს და იძულებულია, თეთრი სახლი გააქირაოს. ამასთან, შოტლანდიელმა მოახერხა და ასევე “გაყიდა” ამერიკის თავისუფლების ქანდაკება და ბუკინგემის სასახლე თავისი ბიგ-ბენიანად.
ყალბი ჩეკები

გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელმა ფრენკ უილიამ აბეგნეილ-უმცროსმა ყალბი ჩეკებით საბანკო ანგარიშებიდან დაახლოებით 5 მილიონი დოლარი მიითვისა. ის ყალბი დიპლომებით პრესტიჟულ თანამდებობებზე ახერხებდა მუშაობის დაწყებას. თაღლითის ბიოგრაფია საფუძვლად დაედო ფილმს “დამიჭირე, თუ შეგიძლია”, რომელშიც ლLეონარდო დი კაპრიო მონაწილეობს.

ცრუ როკფელერი 

ფრანგი კრისტოფერ როკანკორტი დიდი ხნის განმავლობაში თავს როკფელერების ოჯახის წევრად ასაღებდა. მან ამერიკელ ბიზნესმენებს საერთო ჯამში 40 მილიონი დოლარი გამოსძალა.

MMM-ის მიერ მოტყუებულები

ეს აფერა 1994 წელს დაიწყო და უმსხვილესია არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მთელ მსოფლიოში. მილიონობით ადამიანმა შეიძინა კერძო კომპანიის აქციები, რომლის დამფუძნებელი სერგეი მავროდი იყო. დაზარალდა 15 მილიონი ადამიანი. მავროდის გარემოცვა ამტკიცებდა, რომ აფერისტი დღეში 50 მილიონ დოლარამდე შოულობდა.

წყარო: “ყველა სიახლე”

Leave A Reply

Your email address will not be published.