როგორ მოვუაროთ თმას სახლის პირობებში

0

მაშ ასე, არსებობს რამდენიმე მარტივი წესი თუ როგორ უნდა მოვეპყროთ თმას:

1. არასდროს დაივარცხნოთ სველი თმა
თმის ძირები ადვილად დაზიანებადია როდესაც ის სველია,
ამიტომ თმის დავარცხნა შეიძლება მხოლოდ მისი მთლიანად გაშრობის შემდეგ.

2.გამოიჩინეთ სიფრთხილე თმის დავარცხნისას.
თმა ისევე როგორც სხეულის ნებისმიერი ნაწილი საჭიროებს ფრთხილ მოვლას, მისი დავარცხნა დაიწყეთ ბოლოებიდან და ნელ-ნელა გადაინაცვლეთ ძირებისკენ.

3. აუცილებელია კარგი თმის ჯაგრისი (სავარცხელი)
სავარცხელი აუცილებელია იყოს ხის, და ამასთან ხის მკვრივი ჯიშისგან, ისეთი ჯიშები როგორიცაა ნაძვი თმის ზედაპირს აზიანებს, ხოლო პლასტმასის ჯაგრისები წარმოქმნის ელექტრულ ძაბვას და თმა უხეშდება.

4. თმას აუცილებლად ესაჭიროება კვება
•B ჯგუფის ვიტამინები – ხელს უწყობენ თმის ზრდას და ანიჭებენ მათ ელასტიუროაბას.
(კაკალი, კვერცხი,მარცვლეული)
• A ჯგუფის ვიტამინები – თმას ანიჭებს სირბილეს და ბზინვარებას
(სტაფილო, ხაჭო, ყველი, გარგარი)
• E ჯგუფის ვიტამინები – კვებავს თმის ძირებს, ამაგრებს მათ.
(მცენარეული ზეთები, კვერცხის გული, კაკალი)
• C ჯგუფის ვიტამინები – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.
(ციტრუსები, კივი, მოცვი )
• ცილა – ამაგრებს თმის სტრუქტურას, ანიჭებს გამძლეობას.
(ავოკადო, ბრინჯი, თხილი)
• ჭინჭარი – ახდენს თმის ცხიმიანობის ნორმალიზებას, ანიჭებს თმას ბზინვარებას. დაბანის შემდეგ გადაივლეთ ჭინჭრის ნახარში.

• ნიღბები თმისთვის •

• თმის ნიღაბი კეფირისგან
შეიზილეთ კეფირი (მაწონიც გამოდგება) ნახევრად მშრალ თმაში, შემოიხვიეთ პილიეთილენის პარკი, პირსახოცი და ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. თმა პირველივე გამოყენების შემდეგ ხდება უფრო მბზინავი, გამძლე და ემატება მოცულობა.

• თმის ნიღაბი თიხისგან
ცისფერი, მწვანე და თეთრი თიხა თმისთვის საუკეთესოა.
თიხა განაზავეთ წყალში, არაჟნის კონსისტენციამდე, დაამატეთ ერთი კვერცხის გული, ერთი კოვზი თაფლი, და ლიმონის წვენი. შეიზილეთ ძირებში და 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ, (თიხის მოცილება რომ გაგიადვილდეთ წასმამდე თმის სიგრძის ნახევრიდან ბოლოებამდე შეიზილეთ პალმის ან სხვა ნებისმიერი ზეთი)

• თმის ნიღაბი კონიაკისგან
2 კვერცხის გული და 2 კოვზი კონიაკი გაურიეთ ერთმანეთში ( თუ ძალიან მშრალი თმა გაქვთ მაშინ 2 კოვზი მცენარეული ზეთიც) წაისვით თმის მთელ სიგრძეზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და შემდეგ პირსახოცი, ჩამოიბანეთ 40 წუთში.

• სახის კანის მოვლა • საკმაოდ რთულია, შევეცადე ის უნივერსალური ნიღბები შემომეთავაზებინა რომლებიც ნებისმიერი ტიპის კანს მოუხდება.

• ყავა, არა მარტო გამამხნევებელი სასმელია,
ის შესანიშნავად კვებავს კანს. საჭიროა:

• ყავის ნალექი
• კოსმეტიკური თიხა (ცისფერი ან შავი)
• 7-10 წვეთი ფორთოხლის ან ლიმონის ეთერზეთი
ყავის ნალექისა და თიხის ერთნაირი რაოდენობა განაზავეთ წყლით (არაჟნის კონსისტენციამდე) დაამატეთ ეთერზეთები. წაისვით სახეზე, უკეთესი ეფექტისთვის მასაჟის ჯაგრისით ან ხელთათმანით დაიმუშავეთ სახე, ჩამოიბანეთ 40 წუთის შემდეგ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

არსებობს კანის მოვლის რამდენიმე ხალხური რეცეპტიც.
• სახე დაიბანეთ ნელთბილი წყლით (ცხელი – აწითლებს კანს, ცივი – ხელს უწყობს მის აქერცვლას)
• გაიწმინდეთ სახე პიტნის, სალბისა და მწვანე ჩაის ნაყენისგან დამზადებული ყინულებით.
• შვრიის ფაფის ნიღაბი – გაწმენდილ სახეზე წაისვით შვრიის ფაფის, წყალბადის ზეჟანგის (რამდენიმე წვეთი) და წყლის ნაზავი, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი.
• კომპრესები შავი ჩაისგან.
• “გაყინული კოვზები” მათთვის ვისაც დილით თვალის უპეები დასივებული ან შებერილი აქვს – ჩააწყვეთ კოვზები 10 წუთით საყინულეში და შემდეგ მიიდეთ თვალებზე, “ტომრები” უპეებზე მომენტალურად გაქრება.

• ფრჩხილები •
ლამაზი ფრჩხილები ქალის სავიზიტო ბარათია. ამიტომაც აუცილებელია მათზე ზრუნვა.
• არ დაიჭრათ ან გაიქლიბოთ სველი ფრჩხილები, ფრჩხილი როგორც თმა უფრო ადვილად მსხვრევადია წყალში.
• გამოიყენეთ ბაზა სანამ წაისვამთ ფრჩხილის ლაქს, რომ მავნე ნივთირებებებმა არ დააზიანონ ფრჩხილი.
• იკვებეთ ფოსფორითა და კალციუმით მდიდარი საკვებით.
კალციუმი – – აუმჯობესებს ფრჩხილის ზრდას.
(ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, რძის პროდუქტები)
ფოსფორი – – ამაგრებს ფრჩხილის ფირფიტას.
(თევზი, რძის პროდუქტები, კვერცხი, კაკალი)
• ზღვის მარილი აუმჯობესებს ფრჩხილის ფირფიტას და საუკეთესოა მტვრევადი ფრჩხილებისთვის.
ნახევარ ლიტრ წყალში განაზავეთ ერთი კოვზი მარილი და გააჩერეთ თითები 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაიმშრალეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

Leave A Reply

Your email address will not be published.