იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე პარაფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ბ ჯგუფში წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
რომში მიმდინარე გათამაშებაში, პარასპორტსმენმა ჯგუფში ბერძენი, ფრანგი, იტალიელი და უკრაინელი სპორტსმენები დაამარცხა.
ნახევარფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში, პოლონელ მოფარიკავეს იადვიგ პაჩეკს 15-6 მოუგო. ასევე პოლონელი პატრისია ჰარეზა კი ნახევარფინალში 15-10 დაამარცხა. ფინალში, ირმა ხეცურიანი ტაილანდელ სპორტსმენს შეხვდა და დამაჯერებლად 15-10 მოუგო.
ირმა ხეცურიანი, კომპანია BP-ის ელჩია საქართველოში და წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა სართაშორისო ტურნირებზე – წლეულს ხეცურიანმა არაერთი მედლი მოიპოვა მსოფლიოს თასის ეტაპებზე და საერთაშორისო ტურნირებზე. დღეს, 8 ნოემბერს, ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში ბ-კატეგორიაში იასპარეზებს, ა-კატეგორიაში კი მედლისთვის ახალგაზრდებს შორის მოქმედი ჩემპიონი, ნინა თიბილაშვილი იბრძოლებს.
პარაფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატმა რომში სტარტი 7 ნოემბერს აიღო და 12 ნოემბერს დასრულდება.