საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ამხანაგურ მატჩში, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კვიპროსს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი, მატჩის 24-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის, ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა ამხანაგურ მატჩებში. მანამდე, სლოვაკის შეგირდებმა სენტ კიტსისა და ნევისის და ლატვიის ნაკრებები დაამარცხეს.
მომდევნო ტესტს საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს.