“ქალთა მოძრაობამ” პარლამენტში სექსუალური შევიწროვების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიტანა. პეტიციის 1000 ხელმომწერი ითხოვს, რომ სექსუალური შევიწროვების აკრძალვა კანონით მოხდეს.
“დღეს საქართველოში სექსუალური შევიწროვება არ არის დასჯადი ქმედება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად. ჩვენ მოვითხოვთ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროვება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას,რომელიც უარის შედეგადაც გრელდება. ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროვება ხშირად გამოიხატება სექსუალური შნაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან გაგდების სანაცვლოდ და სხვა”, – აღნიშნულია პეტიციაში.
როგორც პეტიციის ავტორი, “ქალთა მოძრაობა” აცხადებს, სექსუალური შევიწროვების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.