დიმა ჯაიანი გარდაიცვალა

0

ცნობილი მსახიობი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

ცნობილი მსახიობი 2013 წლიდან იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი.

დიმიტრი ჯაიანი დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს სენაკში.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით 1973 წელს.

1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი;  ნათამაშები აქვს ისეთი როლები, როგორებიცაა : მეფე გიორგი(“დიდოსტატის მარჯვენა”), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი(იბსენი, “ბრძოლა ტახტისათვის”), ელიზბარ ერისთვი(გ. ბათიაშვილის, “1832”) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: “პირველი მერცხალი” (1975), “ოგარიოვის 6” (1980), “ვინ არის მეოთხე?” (1985).

1998 წელს მიიღო ღირსების ორდენი; 1995 წელს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1989 წელს მიიღო საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.