24 დეკემბერს, ბიოლი ჰოლში ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტის, “მსოფლიო კინომუსიკის შედევრების” განახლებულ ვერსიას წარმოადგენენ.
კინომუსიკის შედევრების მოსმენის პარალელურად, ეკრანზე მაყურებელი იხილავს ფრაგმენტებს მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმებიდან და ლეგენდარულ კინო-მოღვაწეებს. მათ ყურადღებას ასევე მიიპყრობს ამონარიდები ცნობილი ქართული ფილმებიდან და დიდი ქართველი არტისტების პორტრეტები. შესრულდება რამდენიმე მუსიკალური ნომერი, მათ შორის გია ყანჩელის “ის აქ არის” ფილმიდან “შერეკილები”, ნიკოლოზ რაჭველი კი მოგვითხრობს მსოფლიოში სახელგანთქმული კინო მოღვაწეებისა და დიდი ავტორების შესახებ.
ბილეთის ფასი: 595 ლარი (ფასი მოიცავს დღგ-ს)
ფასში შედის: სადღესასწაულო ვახშამი და ღვინო
სტუმრების მიღება და ვახშამი დაიწყება 20:00-დან
კონცერტი დაიწყება – 21:00-ზე