შეიქმნა კრიპტოვალუტა, რომელსაც ნაბიჯების რაოდენობით გამოიმუშავებენ

0

შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც კრიპტოვალუტის გამომუშავებაა შესაძლებელი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაინინგის ნაცვლად ადამიანმა ფეხით უნდა იაროს. საუბარია მობილურ აპლიკაცია Sweatcoin-ზე. ინფორმაციას on.geავრცელებს.

აპლიკაცია Sweatcoin-ი iOS და ანდროიდის სისტემებზეა გათვლილი და დღის განმავლობაში ადამიანის მიერ გავლილ ნაბიჯებს ითვლის. ნაბიჯების რაოდენობას კი შემდეგ ციფრული ვალუტის ახალ სახეობაში, Sweatcoin-ში ახურდავებს.

აპლიკაციით კრიპტოვალუტის გამომუშავება შემდეგნაირად ხდება: ადამიანს, რომელსაც აპლიკაცია აქვს ჩამოწერილი ქუჩებში უნდა იაროს, ამასთან აპლიკაცია დაკავშირებული უნდა იყოს GPS-სისტემასთან, რათა აღიქვას რომ ადამიანი ნამდვილად მოძრაობს. ამასთან, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ აპლიკაციას ვერ მოატყუებენ სარბენ ბილიკზე, სახლში ან სამსახურში გადადგმული ნაბიჯებით. ყოველ 1000 ნაბიჯზე 1 Sweatcoin-ი ირიცხება.

ახალი კრიპტოვალუტის მეშვეობით შესაძლებელია Delta-ს, PayPal-ის სასაჩუქრე ბარათის და iPhone X-ს შეძენაც კი. აპლიკაცია მომხმარებლებისთვის უფასოა.

წყარო: imedinews.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.