WYFF News 4 -ის ფოტოჟურნალისტი და რეპორტიორი ტროპიკულ შტორმ ალბერტოს ემსხვერპლნენ.
News Channel 9-ს ინფორმაციით, ტრაგედია სამხრეთ კაროლინაში მოხდა, საიდანაც ჟურნალისტები ახალ ამბავს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.
ამ დროს, მანქანას რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ ხე დაეცა და ჟურნალისტები მოიყოლა.
შტორმი ალბერტო ფლორიდის სანაპიროს 28 მაისს მიუახლოვდა.