ტოკიოში ეს-ესაა დამთავრდა ზაფხულის ბაშოს მეორე დღის შეხვედრა ლევან გორგაძეს და იაპონელ აბის (სიმაღლე 187სმ, წონა 140კგ) შეხვედრა.
მეტოქეები კარიერის განმავლობაში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა, აბიმ სხვა სუმოისტთა მსგავსად კარგად იცოდა, რომ თუ ლევანს მავაშიში ხელის ჩავლების საშუალებას მისცემდა, მასთან გამკლავება უძნელესი ამოცანა იქნებოდა. დასაწყისში მან მართლაც მოახერხა და არ მისცა ლევანს მიახლოების საშუალება, ხელების უსწრაფესი მოძრაობით იგერიებდა ლევანს და მანევრირებით ცდილობდა მისთვის წონასწორობა დაეკარგვინებინა, შემდეგ კი უფრო ხელსაყრელი პოზიციაში მყოს ლევანს საბოლოო შეტევა განეხოციელებია. თუმცა ლევანი მედგრად დაუხვდა მის შეტევებს, არ წამოეგო მის ფანდებს და ერთ მომენტში მოახერხა და მარჯვენა ხელი ჩაავლო აბის მავაშიში (ქამარში).
ამის შემდეგ აბის გაიბრძოლა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა – დოჰიოს წრის კიდესთან და ლევანისგან მავაშიში ხელჩავლებულ ღმეთკაცებსაც კი არაფერი ძალუძთ.
ლევანმა იორიკირით გაიმარჯვა და ორი დღის შემდეგ ორი გამარჯვება აქვს.
მოამზადა რაულ კაპანაძემ.