ლევან გორგოძე: მე ვუტევდი და ვუტევდი, ბედნიერი ვარ, რომ მოვიგე!

0

ზაფხულის ბაშოს მე-12 შეხვედრა ქართველმა ტოჩინოშინმა სენსაციით დაასრულა. სუმოს ცოცხალი ლეგენდა, 40 გზის ჩემპიონი და აბსოლუტური რეკორდსმენი, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა და კარიერაში პირველად მასთან პირველი უმნიშვნელოვანესი მოგება ჩაიწერა აქტივში. 

მიმდინარე ბაშოზე, ეს პირველი იოკოძუნა იყო, რომელიც გორგაძემ დაამარცხა და ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, გორგაძემ თავი ძალიან კარგად დაიცვა და იოკოძუნა ბაშოდან გაიყვანა.

ტოჩინოშინს მონღოლთან აქამდე 25 დაპირისპირება ჰქონდა წაგებული.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გორგაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს საოცარი ბრძოლა იყო.

“ბედნიერი ვარ, რომ მოვიგე. მე ვუტევდი და ვუტევდი, საოცარი ბრძოლა იყო. კიდევ სამი დღეა დარჩენილი. ახლა მე მინდა სული მოვითქვა”, – განაცხადა ტოჩინოშინმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.