პრინცი ჰარის საცოლე , ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ახალი წლის შემდეგ წყვილი პირველად გამოჩნდა საჯაროდ . ისინი რადიოსადგურ Reprezent FM -ს ესტუმრნენ. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მომავალ წევრს, კანადური ბრენდის Smythe-ის პალტო ეცვა, რომლის ღირებულება 795 დოლარია. გასაკვირი არავისთვის იქნება თუ გეტყვით, რომ გუშინვე, მაღაზიის ქსელებში აღნიშნული პალტო სრულად ამოიყიდა.

მედიამ, ყურადღება მიაქცია მეგან მარკლის ბეჭდებს. მსახიობი მარჯვენა ხელზე სამ ბეჭედს ატარებს. ექსპერტებმა აღნიშნული ბეჭდების საიდუმლო მესიჯების გაშიფვრა სცადეს.

ცერა თითზე ბეჭედი, მოტივაციას, გაზრდილ კონტროლსა და აგრესიას ნიშნავს. ადამიანები, რომლებიც ამ თითზე ბეჭედს ატარებენ, ლიდერებად მიიჩნევიან, რომლებიც ყველას კონტროლს ცდილობენ.

ბეჭედი საჩვენებელ თითზე ასევე ხელმძღვანელის პოზიციას აღნიშნავს. მაგალითად, მეფეები , დედოფლები ატარებდნენ ბეჭედს აღნიშნულ თითზე.
…
არათითზე ბეჭედი კი მიზანსწრაფულ, ამბიციურ ადამიანებზე მეტყველებს.
http://dainteresdit.ge