მექსიკაში პიროტექნიკის საწყობში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რვა კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ქალაქ ტულტეპეკში მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ 23 საცხოვრებელი სახლი და 12 ავტომობილი დაზიანდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.