ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა, ლ.გ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც mpress.ge-ს მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში დავით სიხარულიძემ განუცხადა, სუიციდის ფაქტი ორი დღის წინ მოხდა. მისივე განმარტებით, გარდაცვლილი ნათესავების სახლში ცხოვრობდა და სწორედ, მათ ეზოში ნახეს იგი ხეზე ჩამომხრჩვალი.
რა გახდა თვითმკველობის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსაურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყავანს გულისხმობს.