წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა.
დაშავებულები ამ დროისთვის მცხეთის კლინიკებში არიან გადაიყვანილები. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც mpress.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხდეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.