“ევროპული საქართველო” და “ენმ” წინასაარჩენოდ გაერთიანდებიან. ისინი ერთმანეთის გასულ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს და როგორც უგულავა აცხადებს, ერთმანეთს აღარ გააკრიტიკებენ.
“მეგობრებო, დღეს საღამოს ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ენმ-სთან 3 ძირითად პუნქტზე:
- მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);
- კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;
- არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.” – წერს გიგი უგულავა.