40 წლიანი პაუზის შემდეგ ახმეტაში კვეტერაობის დღესასწაული გაიმართება

0

ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე კვეტერას ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიზე დღეს ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. სტუმარებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ თუშური, კახური, ფშავური, ქისტური და ოსური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძები და მათი მომზადების პროცესში თავადაც მიიღონ მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი.

“კვეტერაობის“ დღესასწაულზე დასახელდება და შესაბამისი სიგელები გადაეცემთ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ახმეტის მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
ცნობისათვის,კვეტერას ციხე-ქალაქი არის უძველესი ისტორიული ძეგლი საქართველოში, რომელსაც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება. იგი ისტორიულ წყაროებში მე-11 საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით მე-8 საუკუნიდან უნდა არსებულიყო და სავარაუდოდ,კახეთის სამეფოს ცენტრს წარმოადგენდა. კვეტერას კომპლექსში შედის შიდა და ქვედა ციხე, გალავანი და ეკლესია. კვეტერა ილტოს ხეობაში, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზის მე-12-ე კილომეტრზე მდებარეობს.

თემები:

 

Leave A Reply

Your email address will not be published.