მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა

0

ცნობილი ესპანელი მომღერალი მონსერატ კაბალიე ბარსელონაში 85 წლისაგარდაიცვალა. ამის შესახებ The Mirror-ი იტყობინება.

სექტემბრის ბოლოს კაბალიე შარდის ბუშტის პრობლემით ბარსელონის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ მოათავსეს.

ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მას საოპერო სცენებზე 88-ზე მეტ სპექტაკლში აქვს ნამღერი. მომღერალმა სახელი „ბელკანტოს“ სახელით ცნობილი საშემსრულებლო ტექნიკით გაითქვა.

კაბალიეს ლეგენდარულ ფრედი მერკურისთან ერთად ერთობლივი ალბომი „ბარსელონაც“ აქვს ჩაწერილი. სიმღერა „ბარსელონა“ კი 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჰიმნად იქცა. 1997 წელს კაბალიემ როკჯგუფ Gotthard-თან ერთად როკბალადა One Life One Soul ჩაწერა.

ცნობილმა სოპრანომ 2010 წელს კონცერტი თბილისშიც გამართა. ოპერისა და ბალეტის დრამატულ თეატრში კონცერტი მაშინ პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონსერატ კაბალიესთან ერთად, მისი ქალიშვილი მონსერატ მარტიც მონაწილეობდა.

imedinews.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.