დავალიანების ჩამოწერა “ვივუსის” ე.წ. შავ სიაში მყოფ პირებს არ შეეხებათ

0

დღეს ცნობილი გახდა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ პირებს, რომელთა სესხების ძირი თანხა 2000 ლარს არ აღემატება, დავალიანება ჩამოეწერებათ.

მოლაპარაკება შედგა ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, ამომღებლებთან. ვალს სრულად ფონდი “ქართუ” დაფარავს.

თუმცა, ფინანსთა მინისტრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ამ მოლაპარაკებაზე არ წავიდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ვივუსი”.

“ვივუსთან” არ შედგა მორიგება. რატომ არა, ეს “ვივუსს” ჰკითხეთ. შეიძლება თანხაზე არ იყო შეთანხმება, შეიძლება რაიმე სხვა მოტივი ჰქონდა ვივუსს, არ ვიცი”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.