მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოჰყვა

1

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოჰყვა.

შემთხვევა შაბათს, გვიან ღამით მოხდა.  არსებული  ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მრავლობითი მოტეხილობით იგი ამჟამად ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც mpress.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხდეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

Leave A Reply

Your email address will not be published.