ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ლაივ ვიდეოში საუბრობს.
“დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ჩამოვიყვანეთ ნინო ანანიაშვილი და გია ვაშაძე, რომლებიც ნიუ-იორკში იყვნენ და ძალიან კარგი, დალხენილი ცხოვრება ჰქონდათ და სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგი ბიოგრაფია ჰქონდა, რას წარმოვიდგენდი, თუ ასეთი დაულაგებელი ადამიანი იქნებოდა და მერე მოღალატეც აღმოჩნდა.
ნინო ანანიაშვილი იყო პრიმა ბალერინა, ძალიან მაგარი ბინა ჰქონდა ნიუ-იორკში, გია ვაშაძეს კი საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. დავაყრევინეთ ყველაფერი და ჩამოვიყვანეთ. მთელი ფული, რაც ჰქონდა, ჩავადებინეთ ვენახებში იმ დროს, როცა რუსეთმა ემბარგო გამოგვიცხადა. სხვათაშორის, ძალიან მაგარ ღვინოს აკეთებს გია ვაშაძე – “კაბერნე ფრანკი” – ჯერ კიდევ მისი გემო გემო მაქვს პირში…”, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.