ქუთაისში, ახალი წლის ღამეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი 203 ოჯახში გამოიძახეს

0

როგორც ქუთაისის სასწრაფოების ცენტრის დირექტორმა, მაია რუხაძემ განაცხადა, გამოძახებები სხვა დღეებთან შედარებით, საშუალოზე მეტი იყო.

“საერთო ჯამში, გასული 24 საათის განმავლობაში გვქონდა 203 გამოძახება. იყო მცირე პიროტექნიკის დაზიანებების შემთხვევები, ასევე ალკოჰოლური თრობა და სხვა.

საერთო ჯამში რიცხვი საგანგაშო არ არის, ზოგადად ვირუსების გამო,ბოლო დღეებში გამოძახებები ისედაც მომატებულია,”- განაცხადა ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მენეჯერმა მაია რუხაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.