დიდუბის რაიონში ქალი დაჭრეს

0

თბილისში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ დაჭრა. შემთხვევა დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩაზე დღეს მოხდა.  ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

თვითმხილველის თქმით, 30 წლამდე ქალს დანით მიყენებული ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა. მას თავს ავტოსადგომზე დაესხნენ.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით დაიწყო. პოლიციას სავარაუდო დამნაშავე ჯერ არ დაუკავებია.

Leave A Reply

Your email address will not be published.