ორი გარდაცვლილი და ექვსი დაშავებული – თურქეთში კორპუსი ჩამოინგრა

0

სტამბოლში, კარტალის რაიონში  მრავალსართულიანი   საცხოვრებელი კორპუსი  ჩამოინგრა, იუწყება  თურქული მედია. როგორც გამოცემა  milliyet.com.tr–ი წერს, ინციდეტის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა და ექვსი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე  მიმდინარეობს და შესაძოლოა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ნგრევა.

 

 

 

Leave A Reply

Your email address will not be published.