საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებსა და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორ-მასწავლებლებს სიტყვით მიმართა.
ის შენობა დაჯდა 340 მილიონი ლარით და ამ თანხით აშენდებოდა წყალტუბო ვინმეს რომ ეფიქრა განვითარების კუთხით და არა ასაშენებლად რაღაცის, მაგრამ ეს წარსულია და ამას ვეღარ შევცვლით სამაგიეროდ ამ შენობაში შეიძლება მშვენივრად მოექწყოს საერთაშორისო საკონფერენციო საშუალებები რომელიც ძალიან გვაკლია საქართველოში. რეალურად ამისი ადგილი არ არსებობს. ქუთაისს აქვს ყველაფერი აეროპორტი, მალე აეროპორტთან რკინიგზის გადაბმა,გზა რომელიც აშენდა და ეს შენობა შეიძლება გადაკეთება დაჭირდეს მაგრამ ყველაფერია რაც საჭიროა. და სასტუმროები წყალტუბოში და ინვესტორები დაინტერესდებიან თუ იქნება ეს მიბმა მნიშვნელოვანი კონფერენციების საშუალებით”,– განაცხადა ზურაბიშვილმა.