ხანძარი წალენჯიხაში – არის მსხვერპლი

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს  ოჯახის ერთი წევრის, 90 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა  8 თებერვალს,  გამთენიისას მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, მეხანძრეებს სახლი უკვე დამწვარი, მამაკაცი კი გარდაცვლილი დახვდათ.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი,  უცნობია.

შსს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.

Leave A Reply

Your email address will not be published.