ჰავაიზე 100 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის სიგარეტის მიყიდვა აიკრძალება

0

აშშ-ს შტატ ჰავაის პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც 100 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის სიგარეტის მიყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს. შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევს, რომ სიგარეტი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასიკვდილო ნიმუშია”, – ნათქვამია დოკუმენტში.

დეპუტატები დარწმუნებულნი არიან, რომ XXI საუკუნეში 1 მილიარდი ადამიანი თამბაქოს მოხმარებით იღუპება.

ინიციტიატვა სიგარეტის გაყიდვაზე ასაკობრივი ზღვარის გაზრდას გულისხმობს. წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, ასაკობრივი ზღვარი 100 წლამდე 10 წელში გაიზრდება.

კერძოდ, 2020 წელს, 30 წლამდე ასაკის ადამიანისთვის თამბაქოს მიყიდვა აიკრძალება.  ყოველწლიურად ასაკობრივი ზღვარი ათი წლით გაიზრდება. 2024 წელს დეპუტატები გეგმავენ, რომ ასაკობრივი ზღვარი 100 წლამდე გაზარდონ.

ის, ვინც კანონს პირველად დაარღვევს 500 დოლარით დაჯარიმდა, მაგრამ განმეორებითი შემთხვევისას 2 ათასი დოლარით. ამჟამად, შტატში თამბაქოს პროდუქტის შეძენა 21 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეუძლიათ.

Leave A Reply

Your email address will not be published.